ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ერთ-ერთ რესტორანში გაჩენილ ხანძარს 22 ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ერთ-ერთ რესტორანში გაჩენილ ხანძარს 22 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევა ლიაონინის პროვინციაში მოხდა.
ცეცხლი მჭიდროდ დასახლებულ რაიონში მდებარე დაწესებულებაში შუადღით გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 22 სახანძრო მანქანა და 85 მეხანძრე იყო ჩართული.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა მოუწოდა ხელისუფლებას, დაკავებულებს სწრაფი დახმარება აღმოუჩინონ, დაადგინონ ცეცხლის გაჩენის მიზეზი და პასუხი აგებინონ დამნაშავეებს.
ცნობისთვის, აპრილში ჰებეის პროვინციაში, ხანდაზმულთა სახლში გაჩენილ ხანძარს 20 ადამიანი ემსხვერპლა.