ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე კვლავ საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში იმყოფება
ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე კვლავ საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში იმყოფება

ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე კვლავ საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში იმყოფება.

მედიკოსების ინფორმაციით, ყველა მათგანი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის, მაია ხელაძის თქმით, ორ პირს გუშინ ტემპერატურა, 37 გრადუსი დაუფიქსირდა, თუმცა დღეის მდგომარეობით ყველა მათგანს დადგენილი ტემპერატურა აღენიშნება.

21 თებერვალს სახელმწიფოს დახმარებით, სპეცრეისით საქართველოში ჩამოიყვანეს ჩინეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებს ეპიდემიოლოგებისა და ექიმებისგან შემდგარი ჯგუფი დახვდა. აეროპორტში შემოწმებისას არც ერთ პირს კორონავირუსთან დაკავშირებული საეჭვო სიმპტომები არ დაუფიქსირდა.  სასტუმროში მოთავსებულებს ორი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან.