ჩინეთი საზღვარგარეთ ქვანახშირის ენერგიაზე მომუშავე ქარხნების მშენებლობას შეწყვეტს
ჩინეთი საზღვარგარეთ ქვანახშირის ენერგიაზე მომუშავე ქარხნების მშენებლობას შეწყვეტს

ჩინეთი საზღვარგარეთ ქვანახშირის ენერგიაზე მომუშავე ქარხნების მშენებლობას შეწყვეტს. აღნიშნულის შესახებ ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი ხელს შეუწყობს გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლას. გარდა ამისა, სი ძინპინის თქმით, ჩინეთი ხელს შეუწყობს განვითარებად ქვეყნებში წარმოებაში მწვანე ენერგიის განვითარებას.

ჩინეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ფარგლებში, ქვანახშირზე მომუშავე საწარმოების პროექტებს აფინანსებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ინდონეზია და ვიეტნამი. გარდა ამისა, ჩინეთი მსოფლიოში სითბური აირის გამოყოფით მოწინავე პოზიციებზე იმყოფება და საკუთარ ეკონომიკაში მასობრივად იყენებს ქვანახშირის ენერგიას.

სი ძინპინის თქმით, ჩინეთი 2030 წლისთვის ქვანახშირის ენერგიის გამოყენების შემცირებას გეგმავს, ხოლო 2060 წლისთვის სრულიად გადავა ნეიტრალური ქვანახშირის გამოყენებაზე.

ჩინეთის გადაწყვეტილებას მიესალმა კლიმატის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელი ჯონ კერი და განაცხადა, რომ ნახშირბადის ენერგიაზე მომუშავე საწარმოო პროექტების შემცირება მისი პეკინში ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.