ჩინეთი მზადაა ავღანეთისთვის სულ მცირე 31 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების გასაწევად
ჩინეთი მზადაა ავღანეთისთვის სულ მცირე 31 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების გასაწევად

ჩინეთი მზადაა ავღანეთისთვის სულ მცირე 31 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების გასაწევად, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გადაცემასაც მოიცავს.

აღნიშნულის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ, ავღანეთთან დაკავშირებით, პაკისტანის, ირანის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, გადაუდებელი დახმარება მოიცავს მარცვლეულის, ზამთრის მარაგის, მედიკამენტებისა და სამი მილიონი დოზა ვაქცინის გადაცემას.

მანამდე „თალიბანმა“ განაცხადა, რომ ავღანეთის აღმშენებლობის საკითხებში ჩინეთი მისი მთავარი პარტნიორი იქნება.