ჩინეთი იაპონიას ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე რაკეტების განლაგების გეგმის გამო აკრიტიკებს
ჩინეთი იაპონიას ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე რაკეტების განლაგების გეგმის გამო აკრიტიკებს

ჩინეთი იაპონიას ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე რაკეტების განლაგების გეგმის გამო „რეგიონული დაძაბულობის შექმნისა და სამხედრო დაპირისპირების პროვოცირების განზრახ მცდელობაში“ ადანაშაულებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მაო ნინის განცხადებით, იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სანაე ტაკაიჩის მიერ ტაივანის შესახებ გაკეთებული მცდარი განცხადებების გათვალისწინებით, ეს ტენდენცია უკიდურესად საშიშია და მეზობელი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაძლიერებულ სიფხიზლეს მოითხოვს.

ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, იაპონიის მემარჯვენე ძალები ცდილობენ, გათავისუფლდნენ პაციფისტური კონსტიტუციის შეზღუდვებისგან, მიდიან მილიტარიზმის გზაზე და იაპონიასა და რეგიონს კატასტროფისკენ უბიძგებენ.

„წელს ჩინეთის ხალხის წინააღმდეგობის ომში იაპონიის აგრესიის წინააღმდეგ გამარჯვების 80 წლისთავი და ტაივანის რეტროცესიის 80 წლისთავი აღინიშნება. ჩინეთი არასდროს დაუშვებს იაპონიის მემარჯვენე ძალების მიერ ისტორიული პროგრესის შებრუნებას, არასდროს დაუშვებს გარე ძალების ჩარევას ტაივანის საქმეებში და არასდროს დაუშვებს იაპონური მილიტარიზმის დაბრუნებას. ჩინეთს აქვს მტკიცე გადაწყვეტილება და შესაძლებლობა, დაიცვას თავისი ეროვნული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა მაო ნინმა.