ჩინეთი ჰონგ-კონგის პარლამენტში შეჭრილ დემონსტრანტებს აკრიტიკებს
ჩინეთი ჰონგ-კონგის პარლამენტში შეჭრილ დემონსტრანტებს აკრიტიკებს

ჩინეთი ჰონგ-კონგის პარლამენტში შეჭრილ დემონსტრანტებს აკრიტიკებს. პეკინში აცხადებენ, რომ ვანდალების ქმედება სხვა არაფერია, თუ არა კანონის უზენაესობის შელახვა.

ჩინეთი ხელისუფლება მოუწოდებს ჰონგ-კონგის მთავრობას, დროულად გამოიძიოს მომხდარი და „მოძალადე თავდამსხმელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმქე აღძრას“.

ჰონგ-კონგში დემონსტრანტები პარლამენტში გუშინ შიეჭრნენ. საპასუხოდ პოლიციამ მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. აქტივისტები ექსტრადაციის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ჰონგ-კონგიდან მძიმე დანაშაულებებში ბრალდებულ პირთა ჩინეთისთვის გადაცემა ხდება შესაძლებელი.

ჰონგ-კონგი ბრიტანეთის ყოფილი კოლონიაა, რომელსაც ავტონომიური უფლებები აქვს. შესაბამისად, ჩინეთის კანონმდებლობა ამ ტერიტორიაზე არ ვრცელდება.