ჩინეთი დასავლურ ბრენდებს ბავშვებისთვის მავნე პროდუქციის გაყიდვაში ადანაშაულებს
ჩინეთი დასავლურ ბრენდებს ბავშვებისთვის მავნე პროდუქციის გაყიდვაში ადანაშაულებს

როგორც „ბიბისი“ წერს, ჩინეთის მარეგულირებელი ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 81 პროდუქტის ჩამონათვალი, რომელიც შესაძლოა, საზიანო იყოს არასრულწოვანთათვის. მათ შორის არის „ნაიკის“, „ზარასა“ და „ეიჩ ენდ ემის“ მიერ წარმოებული საბავშვო ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, კბილის ჯაგრისი და ახალშობილის ბოთლები.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული ჩინეთის მარეგულირებელმა ორგანოებმა ეს პროდუქტები 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისამდე პერიოდში შეისწავლეს.

ჩინეთში ამტკიცებენ, რომ „ეიჩ ენდ ემის“ მიერ წარმოებული ბავშვებისთვის განკუთვნილი ბამბის კაბების ცხრა სახეობა შეიცავს საღებავს და სხვა მავნე ნივთიერებებს, რომელსაც ბავშვის კანი შეიწოვს, რაც საფრთხეს უქმნის ბავშვის ჯანმრთელობას.

პეკინში ამტკიცებენ, რომ ანალოგიური პრობლემა აღმოაჩნდა „ნაიკის“ მაისურებს და გაპ-ის ბიჭების საღამურებს​„ეიჩ ენდ ემ-ში“, „ნაიკსა“ და გაპ-ში ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ჩინეთის მარეგულირებელი ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებას წინ უძღოდა უცხოური ბრენდების კრიტიკული განცხადებები, რომელთა ნაწილმაც შეშფოთება გამოთქვა, რომ ჩინეთის სინძიანის პროვინციაში მომედი უცხოური ბრენდების ტანსაცმლის საწარმოებში მუსლიმ უიღურებს უკანონოდ ამუშავებენ.

მარტის თვეში დასავლეთის სახელმწიფოების ნაწილმა უიღურების ეთნიკური უმცირესობის წარმომდგენელეთა დისკრიმინაციის გამო ჩინეთს სანქციები დაუწესა. ისინი ამტკიცებენ, რომ ჩინეთის ხელისუფლებას სინძიანის რეგიონში ე.წ. ბანაკები აქვს გახსნილი, სადაც უიღურებს აწამებენ, აიძულებენ შრომას და სექსუალურად ავიწროებენ.

სანქციები ევროკავშირმა, აშშ-მა და კანადამ ერთობლივად დააწესეს.

პეკინში ამ ბრალდებას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ ეს ბანაკები „გადამზადების ცენტრებს“ წარმოადგენენ, რითაც ჩინეთი ტერორიზმს და რადიკალიზაციას ებრძვის.