ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს, სიტყვის ნაცვლად, მოქმედებით დაადასტუროს, რომ პატივს სცემს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს, სიტყვის ნაცვლად, მოქმედებით დაადასტუროს, რომ პატივს სცემს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

ჩინეთი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, სიტყვის ნაცვლად, მოქმედებით დაადასტუროს, რომ პატივს სცემს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის ფონზე. ეს განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ, აღმოსავლეთ აზიის სამიტის ფარგლებში, პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ჩინეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მსოფლიოს 160-მა ქვეყანამ დაგმო ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი, როგორც სერიოზული, დაუფიქრებელი და უპასუხისმგებლო პროვოკაცია და გამოთქვა მხარდაჭერა ერთი ჩინეთის პრინციპის მიმართ.

ნენსი პელოსი ჩინეთის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, 2 აგვისტოს მაინც ეწვია. საპასუხოდ ჩინეთი ტაივანის სიახლოვეს სამხედრო წვრთნებს მართავს.

ამასთან, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო, ჩინეთმა აშშ-სთან სამხედრო და კლიმატურ საკითხებში დიალოგი შეწყვიტა და ნენსი პელოსს კი, სანქციები დაუწესა.