ჩინეთი აშშ-ის პარიზის კლიმატური შეთანხმებიდან გასვლაზე შეშფოთებას გამოხატავს - არცერთ ქვეყანას არ შეუძლია, კლიმატის ცვლილებებს თავი აარიდოს
ჩინეთი აშშ-ის პარიზის კლიმატური შეთანხმებიდან გასვლაზე შეშფოთებას გამოხატავს - არცერთ ქვეყანას არ შეუძლია, კლიმატის ცვლილებებს თავი აარიდოს

ჩინეთი შეშფოთებულია აშშ-ის პარიზის კლიმატური შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გოუ ძიაკუნმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთი იმუშავებს ყველა მხარესთან, აქტიურად უპასუხებს კლიმატის ცვლილების გამოწვევებს და ერთობლივად ხელს შეუწყობს გარემოს დაცვასა და ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირების პროცესს.

„ჩინეთი შეშფოთებულია აშშ-ის განცხადებით პარიზის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ. კლიმატის ცვლილება არის საერთო გამოწვევა მთელი კაცობრიობისთვის. არცერთ ქვეყანას არ შეუძლია, თავი აარიდოს მას და არცერთი ქვეყანა არ არის იმუნური კლიმატის ცვლილებების მიმართ“, – აღნიშნა გოუ ძიაკუნმა.