ჩინელი მილიარდერი საფრანგეთში ფოტოს გადაღების დროს კლდიდან გადავარდა
ჩინელი მილიარდერი საფრანგეთში ფოტოს გადაღების დროს კლდიდან გადავარდა

ჩინელი მილიარდერი საფრანგეთში ფოტოს გადაღების დროს კლდიდან გადავარდა და დაიღუპა.

როგორც BBC-ი იუწყება, კონგლომერატ HNA Group-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ვანგ იანი საფრანგეთის სამხრეთში ოჯახთან ერთად ისვენებდა.

თვითმხილეველების ცნობით, ის პროვანსში, ერთ-ერთ კლდეზე ფოტოს იღებდა, როდესაც წონასწორობა დაკარგა და 15 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ვანგ იანი 57 წლის იყო.

პოლიციაში ამბობენ, რომ ჩინელი ბიზნესემენის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საეჭვო გარემოებები არ იკვეთება და მომხდარი უბედური შემთხვევა იყო. იანის გარდაცვალების გამო, HNA Group-ში მწუხარება გამოთქვეს.

ვანგ იანის დახმარებით, კონგლომერატი HNA Grpoup-ი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიად იქცა. ის ფლობს აქციებს Deutsche Bank-ში და სასტუმრობეის ქსელ Hilton-ში. კომპანიას მსოფლიოში 400 000 ადამიანია დასაქმებული.