ჩინელი და ინდოელი სამხედრო მოსამსახურეები სასაზღვრო ზონაში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
ჩინელი და ინდოელი სამხედრო მოსამსახურეები სასაზღვრო ზონაში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ჩინელი და ინდოელი სამხედრო მოსამსახურეები სასაზღვრო ზონაში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინდოეთის მედიის ინფორმაციით, ჩხუბის შედეგად შვიდი ჩინელი და ოთხი ინდოელი ჯარისკაცი დაშავდა.

ბიბისი“ წერს, რომ ინციდენტი ინდოეთის სიკიმის შტატში, ნაკუ ლას სექტორში მოხდა, რომელიც ჰიმალაებში, ზღვის დონიდან 5 000 მეტრზე მაღლა მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი მეთაურების კომუნიკაციის შემდეგ დაძაბული ვითარება განიმუხტა.

ინდოეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა ბოლოს 2017 წელს დაიძაბა, როდესაც ჩინეთმა სადავო ზეგანზე სასაზღვრო გზის გაფართოება სცადა. ჩინელ და ინდოელ სამხედროებს შორის ფიზიკური დაპირისპირება ხშირია, თუმცა ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში, არცერთი ტყვია არ გასროლილა. სასაზღვრო დავის გამო 1962 წელს, ჩინეთსა და ინდოეთს შორის ომი მოხდა.