ჭილის ტბაზე სასტუმრო მოეწყობა
ჭილის ტბაზე სასტუმრო მოეწყობა

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, სოფელ თელოვანის მიმდებარედ არსებულ ჭილის ტბაზე სასტუმრო-ინსფრასტრუქტურა მოეწყობა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სასტუმროს მოწყობისთვის არანაკლებ 2 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები.

პროექტის მხარდასაჭერად შპს „მეიდანიას“ ჭილის ტბაზე არსებული 30 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ელექტრონულ აუქციონზე გადაეცა.