ლონდონში მინდინარე ATP-ის შემაჯამებელ ტურნირზე A ჯგუფის მეორე მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ხორვატი მარინ ჩილიჩი და ამერიკელი ჯონ ისნერი დაუპირისპირდნენ.
როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. პირველი სეტის ტაიბრეიკში ამერიკელმა გაიმარჯვა და დაწინაურდა, მაგრამ ეს თამაშის მოდაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ხორვატმა მეორე სეტში ერთი ბრეიკი შეასრულა, თავისი ჩაწოდება შეინარჩუნა და ანგარიში გაათანაბრა. გადამწყვეტ, მესამე სეტშიც, იგივე სცენარი განვითარდა. ჩილიჩმა ერთი ბრეიკი მოახერხა და საბოლოოდ ანგარიშით – 6:7, 6:3, 6:4 გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ A ჯგუფის პირველ მატჩში, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ალექსანდრ ზვერევი დაამარცხა – 6:4 6:1. ამ მოგებით სერბმა ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა. მეორე გამსვლელი ადგილისთვის კი ზვერევი და ჩილიჩი იბრძოლებენ.