ჩილეში საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელები დაშავდნენ

09:12, 28.12.2018

ჩილეს დედაქალაქში საპროტესტო აქციის წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების შედეგად, სპეცდანიშნულების რაზმის რამდენიმე წარმომადგენელი დაშავდა. აქციების მიზეზი ახალგაზრდა მამაკაცის – მაპუჩეს მკვლელობაა, რომელსაც ცეცხლი ტრაქტორის მართვის დროს გაუხსნეს.

მოსახლეობა ჩილეს ხელისუფლებას ძალადობის წახალისებასა და შერიგების პროცესის ჩახშობაში ადანაშაულებს.

მსგავსი