ჩილეს დედაქალაქში საპროტესტო აქციის წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების შედეგად, სპეცდანიშნულების რაზმის რამდენიმე წარმომადგენელი დაშავდა. აქციების მიზეზი ახალგაზრდა მამაკაცის – მაპუჩეს მკვლელობაა, რომელსაც ცეცხლი ტრაქტორის მართვის დროს გაუხსნეს.
მოსახლეობა ჩილეს ხელისუფლებას ძალადობის წახალისებასა და შერიგების პროცესის ჩახშობაში ადანაშაულებს.