ჩილეში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ჩილეში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ჩილეში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ჩრდილოეთ ჩილეში, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, საჭირო გახდა ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია.

ამავე სიძლიერის მიწისძვრა ჩილეში ივნისშიც მოხდა, თუმცა როგორც „როიტერი“ წერს, რეგიონისთვის დამახასიათებელი ხშირი მიწისძვრების გამო, ჩილეს ინფრასტრუქტურა იმ მეთოდოლოგიით არის აშენებული, რომელიც ძლიერ რყევებს უძლებს.