ჩილეს დედაქალაქში სრული კარანტინი გამოცხადდა
ჩილეს დედაქალაქში სრული კარანტინი გამოცხადდა

ჩილეს დედაქალაქში სრული კარანტინი გამოაცხადეს. ამის მიზეზი „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობის უეცარი ზრდაა. როგორც „ბიბისი“ წერს, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ სანტიაგოში იმ ფონზე მოიმატა, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 60% უკვე აცრილია.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩილეს დედაქალაქში მცხოვრებ რვა მილიონ ადამიანს 12 ივნისიდან სახლებში დარჩენა მოუწევთ.

10 ივნისს ჩილეს ჯანდაცვის სამინისტრომ 7 7169 ახალი ინფიცირებული გამოავლინა. მათი უმრავლესობა ის ადამიანები არიან, ვისაც ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა აქვს გაკეთებული.

ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ეპიდაფეთქების შედეგად, საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილები თითქმის აღარ არის დარჩენილი.

აღსანიშნავია, რომ ჩილეს მოსახლეობის 58% სრულად არის ვაქცინირებული, ხოლო 75%-ს ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა აქვთ გაკეთებული.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების მთავარი მიზეზი მთავრობის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები დროზე ადრე გააუქმა.