“ჩიხურას” ევროპის ლიგამდე საკადრო პრობლემები შეექმნა
საჩხერის ,,ჩიხურა” ევროპის ლიგას საკადრო პორბლემებით ხვდება. საქართველსო თასის მფლობელი დღეს, 12 ივლისს, ,,მიხეილ მესხზე”, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში იერუსალიმის ,,ბეითარ ტრამპს” დაუპირისპირდება.
ევროპის ლიგამდე “ჩიხურამ” მხოლოდ მიშა სარდალიშვილი დაიმატა, რომელიც საჩხერელთა რიგებში სამი წელი თამაშონდა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.
მატჩის წინ ცნობილი გახდა, რომ “ჩიხურას” საკადრო პრობლემები გააჩნია. არახალია, რომ საჩხერელთა კაპიტანი შოთა კაშია ტრავმირებულია. მას გარდა, საეჭვოა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან კაკუბავაც თამაშიც, რომელმაც მატჩიწინა ვარჯიში გამოტოვა. თუმცა, გამოცდილი ნახევარმცველი “ჩიხურას” განაცხადში იქნება.
იერუსალიმის გუნდს “ბეითარ ტრამპი” ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპატივცემულოდ 14 მაისს უწოდეს. ისრაელის 6-გზის ჩემპიონმა ევროპის ლიგამდე დაიმატა ესპანელი კარლოს გუელარი (უთამაშია “ოსასუნაში”, “გლაზგო რეინჯერსში”, “ასტონ ვილაში”, “სანდერლენდსა” და “ნორვიჩში”), გიორგი ჩაკვეტაძის “გენტიდან” – მარცხენა მცველი ლიორ ინბრუმი და “აშქელონის” შემტევი ნახევარმცველი ზიონ ზემანი.
“ჩიხურასა” და ,,ბეითარ ტრამპის” შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი 19:00 საათზე შემოგთავაზებთ.