„ჩიხურამ“ „სამტრედიას” ვერ აჯობა
„ჩიხურამ“ „სამტრედიას” ვერ აჯობა

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მორიგი მატჩი ივანწმინდაში ჩატარდა: ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ თბილისიდან საკუთარ რაიონში, ივანწმინდას სტადიონზე დაბრუნებულმა “ჩიხურამ” ”სამტრედია” მიიღო და ვერ აჯობა.

საჩხერელებმა მონდომებით ითამაშეს და ბოლო წამამდე გოლის გატანას ცდილობდნენ. რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ, ისევე როგორც სამტრედიელებს. მაგრამ შანსებით ვერც ერთმა ისარგებლა და საბოლოოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა

“ჩიხურამ” 12 ქულა დააგროვა, გორის “დილას” გაუთანაბრდა და მესამე ადგილი დაიბრუნა. ამ შედეგით “სამტერდიამაც” იხეირა – 5 ქულა დააგროვა და თბილისის “ლოკომოტივი” ქულით ჩამოიშორა.

ტრადიციულად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ტურის ცენტრალურ შეხვედრას შემოგთავაზებთ: “საბურთალოსა” და მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის “ტორპედოს” მატჩის რეპორტაჟი დღეს, მეორე არხზე 20:00 საათზე დაიწყება.