„ჩიხურამ” ივანწმინდაში ლიდერი დაამარცხა
„ჩიხურამ” ივანწმინდაში ლიდერი დაამარცხა

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-8 ტურის ცენტრალური შეხვედრა ივანწმინდას სტადიონზე გაიმართა და მოლოდინი გაამართლა: საჩხერის „ჩიხურასა” და ლიდერ „საბურთალოს” შეხვედრა საინტერესო, დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა.

მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში მოხდა: ანგარიში მე-60 წუთზე სტუმრებმა გახსნეს: ლუკა ლაკვეხელიანის გადაცემის შემდეგ, ბურთი კარში გიორგი რეხვიაშვილმა გააგზავნა 0:1.

“ჩიხურამ” მატჩის მიწურულს შეტევები გააძლიერა და ამან შედეგი გამოიღო: 77-ე წუთზე ანგარიში ირაკლი ლექვთაძემ გაათანაბრა, ხოლო 90-ე წუთზე, ლევან კაკუბავას გადაცემით, მეკარესთან პირისპირ კახა კახაბრიშვილი დარჩა და საჩხერელებს სამი ქულა მოუტანა 2:1.

”ჩიხურამ” 15 ქულა დააგროვა და თბილისის ”დინამოსა” და გორის ”დილას” დაეწია, ხოლო ”საბურთალოსთან” ჩამორჩენა სამი ქულით შეამცირა.