„ჩიხურამ“ ბათუმის „დინამოს“ ოქროს ქულები წაართვა
„ჩიხურამ“ ბათუმის „დინამოს“ ოქროს ქულები წაართვა

საჩხერის „ჩიხურამ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ფინიშამდე სამი ტურით ადრე ბათუმის „დინამო“ დაამარცხა და ლიდერის შეფერხებით საჩემპიონო ბრძოლა ძალიან დაძაბა.

კრისტალბეთლიგის 33-ე ტურის პირველი შეხვედრას ივანწმინდას ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა. ბათუმელებმა რეალური საგოლე მომენტები შექმნეს, მაგრამ ვერ გამოიყენეს, მასპინძლებმა კი თავიანთი შანსი ხელიდან არ გაუშვეს. 67-ე წუთზე, საჩხერელთა სწრაფი კონტრშეტევა გიორგი ფანცულაიამ დააგვირვინა – 1:0. 89-ე წუთზე კი რატი არდაზიშვილმა მშვენიერი გოლი გაიტანა და საბოლოოდ, „ჩიხურამ“ უმნიშნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა 2:0, ბათუმელებმა კი ოქროს ქულები დაკარგეს. 

საჩხერის „ჩიხურამ“ გათამაშების ლიდერ ბათუმის „დინამოსთან“ (64 ქულა) მოგებით 41 ქულა დააგროვა, პლეი აუტის ზონას დაშორდა და და მეხუთე ადგილზე დაწინაურდა. ბათუმელებმა კი საჩემპიონო ბრძოლაში ოქროს 3 ქულა დაკარგეს.  თბილისის „დინამოს“ (63 ქულა) და „საბურთალოს“ (61 ქულა) ლიდერის პოზიციაზე გასვლის შანსი მიეცათ.