„ჩიხურა“ კიდევ ერთმა მეკარემ დატოვა
„ჩიხურა“ კიდევ ერთმა მეკარემ დატოვა

ზურაბ მწყერაშვილი კიდევ ერთი მოთამაშეა, რომელმაც ეროვნული ლიგის საფეხბურთო კლუბი საჩხერეს „ჩიხურა“ დატოვა – ამის შესახებ გამოცდილმა მეკარემ კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა.

„16 წლიდან საჩხერეს „ჩიხურას“ წევრი გავხდი და ეს გუნდის ჩემთვის ოჯახივით იყო. გული მწყდება, რომ ასე მოხდა, მაგრამ სხვა გზა აღარ მრჩებოდა. გუნდს ფინანსური პრობლემები შეექმნა, მაგრამ იმდენად მცირე ხელფასი მრჩებოდა, დარჩენა არ ღირდა. მადლობა „ჩიხურას“ ყველაფრისთვის, მაგრამ სხვა გზა აღარ იყო“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან 34 წლის მეკარე.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, „ჩიხურა“ უკვე 8 მოთამაშემ დატოვა, მათ შორის, ორმა მეკარემ. ზურაბ მწყერაშვილთან ერთად, გუნდთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ბოსნიელმა კიპერმა, დინო ჰამზიჩმა გაწყვიტა.