ჩიკაგოს შტატში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა

00:07, 31.08.2020

აშშ-ში, ჩიკაგოს შტატში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სროლა მორგან პარკის უბანში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ჩიკაგოს პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, დამნაშავის სამიზნე მოკლული პირი იყო, მას ავტომობილიდან ესროლეს.

სროლის მოტივი ჯერ უცნობია.

მსგავსი