ჩიკაგოს მერი - დონალდ ტრამპი არ ცდილობს ჩვენს გაერთიანებას, ის ყველა თავისი ქმედებით ცდილობს, გაგვხლიჩოს
ჩიკაგოს მერი - დონალდ ტრამპი არ ცდილობს ჩვენს გაერთიანებას, ის ყველა თავისი ქმედებით ცდილობს, გაგვხლიჩოს

ჩიკაგოს მერი ლორი ლაითტი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი საზოგადოების გახლეჩვას ცდილობს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში დაწყებულ რეალობასთან დაკავშირებით ტრამპის განცხადების შეფასებისას ისაუბრა.

„ის არ ცდილობს ჩვენს გაერთიანებას. ის ცდილობს, გაგვხლიჩოს ყველა თავისი ქმედებით. მე ვხედავ, რომ თეთრი სახლიდან ყოველ დღე მოდის რასიზმი, ჰომოფობია, ქსენოფობია, ჩვენი იმიგრანტებისა და ლტოლვილების დემონიზების მცდელობა. ვაპირებ, რომ ამას ყოველ ჯერზე გავუწიო წინააღმდეგობა, არანაირი სინანული იმ სიტყვებისთვის, არანაირი სინანული“, – აღნიშნავს ჩიკაგოს მერი.