„ჩიკაგო ფაიერსმა“ ანზორ მექვაბიშვილი წარადგინა #1TVSPORT
ამერიკულმა საფეხბურთო კლუბმა, „ჩიკაგო ფაიერსმა“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი წარადგინა.
„ჩიკაგოს გუნდმა რუმინული კრაიოვის „უნივერსიტატეადან“ ქართველი ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი დაიმატა. იგი „ფაიერსს“ სანამ შეუერთდება, სამედიცინო შემოწმების გავლის, ვიზისა და საერთაშორისო ტრანსფერის სერტიფიკატის (ITC) მიღების შემდეგ კი კონტრაქტს 2029 წლამდე გააფორმებს, 2030 წლამდე გახანგრძლივების ოფციით“, – ასეთია კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.
25 წლის ქართველი ფეხბურთელის შესახებ კომენტარი „ჩიკაგო ფაიერსის“ მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ ბერჰალტერმა გააკეთა.
„ჩვენთვის დიდი სიამოვნებაა, რომ გუნდს ანზორის კალიბრის მოთამაშე დაემატა. მისი გამოცდილებაც, როგორც საერთაშორისო, ასევე ევროპულ შეჯიბრებებში, ფასდაუდებელი აქტივი იქნება.
მექვაბიშვილი რუმინეთის ჩემპიონი გუნდის წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. გვჯერა, რომ ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი ნახევარდაცვის გაძლიერებაში“, – განაცხადა „ჩიკაგო ფაიერსის“ მთავარმა მწვრთნელმა.