ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება და თანამდებობასაც შეინარჩუნებს
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება და თანამდებობასაც შეინარჩუნებს

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე მოსამართლემ 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

დაკავებულისთვის გირაოს შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა.

ამასთან, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის კიდევ ერთი შუამდგომლობა გეგა გეგეშიძის თანამდებობიდან ჩამოშორების შესახებ.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 22 იანვარს დააკავეს.

გეგა გეგეშიძეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს, რაც ძალადობას გულისხმობს.