ჭიდაობაში ევროპის 20 წლის ჩემპიონი ყარაბახში საომრად წავიდა
ჭიდაობაში ევროპის 20 წლის ჩემპიონი ყარაბახში საომრად წავიდა

20 წლის სომეხი მოჭიდავე არსენ არუთუნიანი მოხალისეთა შენაერთთან ერთად მთიან ყარაბაღში საბრძოლველად გაემგზავრა.

„რამდენიმე დღე ველოდი იმას, რომ მამასთან ერთად წავსულიყავი ბრძოლის წინა ხაზზე. შევუერთდი მოხალისეთა შენაერთს, რომელსაც მამაჩემი კარენ არუთუნიანი ხელმძღვანელობს. გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ და მოგებით დავბრუნდებით“, – მოჰყავს სპორტსმენის სიტყვები news.am-ს.

ყარაბახში კონფლიქტში 1988 წლიდან იღებს სათავეს და ამა წლის სექტემბერის ბოლოს, სიტუაცია კიდევ ერთხელ დაიძაბა.

არუთუნიანი 2019 წელს, 61-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გახდა ევროპის ჩემპიონი.