ჭიდაობა | ოთინაშვილი და ელბაქიძე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT
ჭიდაობა | ოთინაშვილი და ელბაქიძე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოასპარეზე ორი ქართველი ფალავანი – გოგა ოთინაშვილი (65 კგ) და გიორგი ელბაქიძე (70 კგ) ნახევარფინალში იჭიდავებენ.

მსოფლიო პირველობაზე დღევანდელი წონების ნახევარფინალები თბილისის დროით 19:45-ზე დაიწყება. ფინალური ბლოკი კი 21:00 საათზე გაიმართება, სადაც ბრინჯაოს მედლისთვის ანდრო მარგიშვილი იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე გიორგი ელბაქიძე ჩემპიონის რანგში გამოდის. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.