თავისუფალი ჭიდაობა | ოთარ ადეიშვილი 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონია #1TVSPORT
ესპანეთში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ქართველი ოთარ ადეიშვილი (79 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში მან გერმანელი გრეგორ ეიგენბროტი დაძაბულ ბრძოლაში 10-7 დაამარცხა.
ტურნირზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს გოგა ოთინაშვილმა (65 კგ) და საბა კობახიძემ (70 კგ). ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ნიკა ფანცულაიამ (97 კგ) სომეხ გურგენ სიმონიანს 5:2 მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
20-წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე დღეს დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში გამომსვლელი ხუთი ქართველი სპორტსმენიდან ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს მხოლოდ გიორგი რომელაშვილი (86 კგ) და თორნიკე სამხარაძე (92 კგ) ინარჩუნებენ.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთში სამი დღის წინ დასრულებულ 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.