ჭიდაობა | იტალიაში დღეს 15 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი დაიწყება #1TVSPORT
დღეს იტალიის ქალაქ კაორლეში 15 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. ხალიჩაზე თავდაპირველად თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ, შემდეგ – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა:
38 კგ – ლუკა თოდიაშვილი
41 კგ – ზუკა თოდიაშვილი
44 კგ – მაგამედ მაგამედოვი
48 კგ – დემეტრე მორთულაძე
52 კგ – საბა სანდოძე
52 კგ – იოანე გავაშელიშვილი
57 კგ – ნიკოლოზ ბარათაშვილი
57 კგ – ვატო ამინაშვილი
62 კგ – ზუკა წინამძღვრიშვილი
68 კგ – ერეკლე ქართველიშვილი
75 კგ – გიორგი გოგობერიძე
75 კგ – ნიკოლოზ გუმბერიძე
85 კგ – მათე ონიანი
მთავარი მწვრთნელი: მამუკა ჩაჩუა