ჭიდაობა | 9-12 მაისს ოლიმპიადის ლიცენზიისთვის რვა ქართველი სტამბოლში იბრძოლებს #1TVSPORT
ჭიდაობა | 9-12 მაისს ოლიმპიადის ლიცენზიისთვის რვა ქართველი სტამბოლში იბრძოლებს #1TVSPORT

9-12 მაისს სტამბოლის საერთაშორისო ტურნირზე, თითოეულ წონით კატეგორიაში პარიზის ოლიმპიადის დარჩენილი 3-3 საგზური გათამაშდება.

პირველები ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გავლენ და საქართველოს ნაკრები ლიცენზიის მოპოვებას ხუთ წონაში შეეცდება:

60 კგ – ფრიდონ აბულაძე

67 კგ – რამაზ ზოიძე

77 კგ – იური ლომაძე

87 კგ – ლაშა გობაძე

130 კგ – იაკობ ქაჯაია

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში შეჯიბრება 9 მაისს დაიწყება და იმავე დღეს გამოვლინდებიან ფინალისტები, რომლებიც მაშინვე გაინაღდებენ ლიცენზიებს.

10 მაისს კი ბრინჯაოს მედლებისთვის გაგრძელდება ბრძოლა და ბოლოს თითოეულ წონით კატეგორიაში ეგრეთ წოდებული „ბრინჯაოს ფინალები“ შედგება.

მესამე ადგილზე გასული მოჭიდავეები ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

თავისუფალი ჭიდაობა 11-12 მაისი:

რობერტ დინგაშვილი (57 კგ.),

ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.),

ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ.).

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მხოლოდ ოთხ ქართველ მოჭიდავეს აქვს მოპოვებული – ბერძნულ-რომაულში რობერტ კობლიაშვილს, თავისუფალ ჭიდაობაში კი გოდერძი ძებისაშვილს, გივი მაჭარაშვილსა და გენო პეტრიაშვილს.