ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცველებმა დაკავებები დაიწყეს, ისმის აქციის მონაწილეთა მიმართ გამაფრთხილებელი შეტყობინებაც

თბილისში, ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს.

აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მისამართით სხვადასხვა ნივთს, მათ შორის მინის ბოთლებს ისვრიან.

აქციის მონაწილეთა მიმართ ისმის გამაფრთხილებელი ხმოვანი სიგნალი, რომელიც მათ დაშლისკენ მოუწოდებს.

მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ აქციის ძალადობრივმა ჯგუფებმა უკვე განახორციელეს არაერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიხატა პარლამენტის შენობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მიმართ პიროტექნიკისა და სხვადასხვა საგნის სროლაში, რის შედეგადაც დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი.