ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა 
ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

სამართალდამცველები ცდილობენ, ჭიჭინაძის ქუჩა დაატოვებინონ აქციის მონაწილეებს, სადაც ახლა იმყოფებიან და პარლამენტის შესავლელსიკენ გადაადგილებას ცდილობენ.

„ესენი უკვე ხელებს იქნევენ, ხულიგნობაზე არიან გადასულები. ამას არ შევარჩენთ. დღევანდელი ღამე სხვანაირად დამთავრდება, ამის პირობას ვაძლევ ქართულ მოსახლეობას“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები ნიკა მელია, ნიკა გვარამია, სოფო ჯაფარიძე და სხვები.