ჭიათურის სოფელ ითხვისში კორონავირუსით ინფიცირებულის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს

14:17, 14.04.2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში, სადაც ერთ-ერთი ინფიცირებული მამაკაცი დიაგნოზის დადასტურებამდე სტუმრად იმყოფებოდა, ეპიდემიოლოგებმა მუშაობა დაიწყეს.

მუნიციპალიტეტის მერის, გივი მოდებაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია მამაკაცთან კონტაქტში მყოფი ხუთი პირი, რომლებიც უკვე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

სოფელში სპეციალისტები მუშაობას აგრძელებენ.

მსგავსი