ჭიათურის მუნიციპალიტეტში ხუთი დღის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს
ჭიათურის მუნიციპალიტეტში ხუთი დღის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის მკვიდრი, 25 წლის ზურაბ ბერიძე, რომელიც ხუთი დღის წინ გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს.

ახალგაზრდას ოჯახი და პოლიცია ხუთი დღე ეძებდა, ცხედარი დღეს სოფელში, ტყის პირას იპოვეს.

„ცხედარი დამწვარია. არ ვიცით, სინამდვილეში რა მოხდა. გვამი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ცხედართან ნაპოვნია პირადი ნივთები, რაც გვაფიქრებინებს, რომ ქურდობას ადგილი არ ჰქონია“, – განუცხადა პირველ არხს სოფელ ნავარძეთის გამგებელმა, მურმან ხვედელიძემ.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.