ჭიათურის მუნიციპალიტეტში 30 წლამდე ასაკის ქალი სავარაუდოდ ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა
ჭიათურის მუნიციპალიტეტში 30 წლამდე ასაკის ქალი სავარაუდოდ ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში 30 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. ადგილზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი მწვავე ვირუსული ინფექცია გახდა. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ცენტრში აღნიშნული პაციენტის შემთხვევაში სეზონურ გრიპს არ ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ჭიათურაში „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში ვირუსული სიმპტომებით გადაიყვანეს.

როგორც ექიმები ამბობენ, პაციენტი კლინიკაში 7 იანვარს შეიყვანეს, რომელიც სტაციონარში მოთავსებიდან საათნახევარში გარდაიცვალა.