ჭიათურის კულტურის სახლში მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასის მომატების მოთხოვნით იკრიბებიან
ჭიათურის კულტურის სახლში მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასის მომატების მოთხოვნით იკრიბებიან

ჭიათურის კულტურის სახლში მაღაროელები იკრიბებიან. ისინი მძიმე პირობებს აპროტესტებენ და ხელფასის მომატებას ითხოვენ.

მიუხედავად იმისა, რომ მაღაროელებთან შესახვედრად დღეს ვერ მივა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი შეხვედრა მაინც შედგება.

„ჩვენ შევიკრიბებით და ჩვენ მოთხოვნებს დავაფიქსირებთ. თუ ამ მოთხოვნებს ადმინისტრაცია არ გაითვალისწინებს, შესაძლოა, აქცია გავმართოთ“, – განუცხადა პირველ არხს სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფესიული კავშირის ჭიათურის პირველადი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ამირან მაჩიტიძემ.

შეგახსენებთ, რომ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი დღეს დაგეგმილ შეხვედრას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრება.