ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრმა მუშაობა განაახლა
ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრმა მუშაობა განაახლა

პანდემიით გამოწვეული იძულებითი შესვენების შემდეგ ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ- დრამატულმა თეატრმა მუშაობა დღეს განაახლა. თეატრმა მაყურებელს ალან მილნის „ვინი პუჰი“ შესთავაზა.

მთავრობის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, სპექტაკლის პრემიერა ღია ცის ქვეშ გაიმართა, რისთვისაც მოეწყო თეატრის შიდა ეზო, ჩატარდა სცენის, განათებისა და გახმოვანების მონტაჟი.

სპექტაკლის ინსცენირება, რეჟისურა, სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება რეჟისორ ელენე მაცხონაშვილს ეკუთვნის. მონაწილეობენ მსახიობები – გიორგი ჩაჩანიძე, სოფო ლეთოდიანი, კოტე კახიშვილი, არჩილ ხვედელიძე, თამუნა ჯაჯანაშვილი, ლელა ვაჩნაძე, გოჩა აბაშიძე და მაკა ცუცქირიძე.

სპექტაკლის პრემიერას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე დაესწრო.