ჭიათურის  56-ე საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
ჭიათურის 56-ე საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

მერის რიგგარეშე არჩევნები იმართება ჭიათურის მუნიციპალიტეტში. ჭიათურის #56 საარჩევნო ოლქში 58-ვე საარჩევნო უბანი გაიხსნა და ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო.

ჭიათურის ოლქში 42 896 ამომრჩეველია რეგისტრირებული და მათ არჩევანის გაკეთება მერობის 13 კანდიდატს შორის მოუწევთ.

​ჭიათურაში რიგგარეშე არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც არჩეულმა მერმა პაატა ნადირაძემ თანამდებობა დატოვა.
მერის რიგგარეშე არჩევნებთან ერთად ჭიათურაში შვიდ საარჩევნო უბანზე შუალედური არჩევნებიც იმართება. 4200 ამომრჩეველი არჩევანს შვიდ მაჟორიტარ კანდიდატს შორის გააკეთებს.

„ყველა უბანი სრული პროცედურების დაცვით გაიხსნა. 58 საარჩევნო უბანია და ყველგან უკვე დაწყებულია ამომრჩევლის მიღება. ამ დროისთვის, არანაირ დარღვევაზე საოლქოში ინფორმაცია არ შემოსულა. წინასაარჩევნო გარემო მშვიდად მიმდინარეობდა და ვფიქრობთ, რომ პროცესი მშვიდ ვითარებაში, პროცედურების დაცვით წარიმართება“, – განაცხადა ჭიათურის #56 საოლქო კომისიის თავმჯდომარე მამუკა სამხარაძემ.