ჭიათურაში მაღაროელების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა იმართება

18:25, 16.04.2025

ჭიათურაში, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში მაღაროელების საკითხთან დაკავშირებით კომისიის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, პროფკავშირების, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები და ასევე, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის დელეგატი პაატა კვიჟინაძე ესწრებიან.

შეხვედრაზე, რომელიც მედიისთვის დახურულია, მაღაროელების საკითხთან დაკავშირებით უნდა იმსჯელონ.

შეხვედრის პარალელურად, ჭიათურის მერიის შენობის წინ მაღაროელების აქცია მიმდინარეობს. მაღაროელების თქმით, ისინი შეხვედრაში მონაწილეობას მოითხოვდნენ.

მსგავსი