ჭიათურაში კარიერზე ქვიშის ჩამოშლისას მამაკაცი დაიღუპა 
ჭიათურაში კარიერზე ქვიშის ჩამოშლისას მამაკაცი დაიღუპა 

ჭიათურაში კარიერზე ქვიშა ჩამოშლა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე ტრაქტორით მუშაობდა, რა დროსაც ჩამოშლილი ქვიშის მასაში მოჰყვა და შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

ფაქტზე  შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.