ჭიათურაში რამდენიმე მოშიმშილე შეუძლოდ გახდა
ჭიათურაში რამდენიმე მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

ჭიათურაში რამდენიმე მოშიმშილე შეუძლოდ გახდა. სამ მაღაროლეს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ერთ-ერთი მათგანი, თემურ შეყილაძე კი, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ჭიათურის საავადმყოფოში გადაიყვანა.

გაფიცული მაღაროელები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ისინი სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. ამასთან, ჭიათურაში მაღაროელებს დღეს მხარდაჭერა გამოუცხადეს სკოლის დირექტორებმა და მოსწავლეებმა.

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვასთან დაკავშირებით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ კი განცხადება გაავრცელა. „ჯორჯიან მანგანეზი“ მოუწოდებს გაფიცულ თანამშრომლებს, „კონსტრუქციულ რეჟიმში განაგრძონ მოლაპარაკება“.