ჭიათურაში ავარიის შედეგად 13 წლის მოზარდი დაიღუპა
ჭიათურაში ავარიის შედეგად 13 წლის მოზარდი დაიღუპა

ჭიათურაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევა გუშინ მოხდა. მძღოლს ავტომობილი დაუგორდა, რომელიც ბავშვს დაეჯახა. 13 წლის მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

ამასთან, შემთხვევის შემდეგ ავტომობილის მძღოლი შეუძლოდ გახდა და საავამდყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.