ჭიათურაში 14 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

11:55, 12.08.2019

ჭიათურაში 14 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

„14 წლის ბიჭი აბაზანაში შედიოდა, როდესაც დენმა დაარტყა. ჯერ უცნობია, საიდან გადმოვიდა დენი. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა“,-აცხადებს ჭიათურის მერი, გივი მოდებაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი