ჭიათურა-საჩხერის გზაზე გადაადგილება ამ დრომდე აკრძალულია
ჭიათურა-საჩხერის გზაზე გადაადგილება ამ დრომდე აკრძალულია

ჭიათურა-საჩხერის დამაკავშირებელ გზაზე ​გადაადგილება ამ დრომდე აკრძალულია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

უწყების ცნობით, მეწყრის ჩამოწოლის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ სამუშაოებს ადგილზე დაბალი ხილვადობა აფერხებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, გაწმენდით სამუშაოებში დილიდან ჩაერთვება შესაბამისი ტექნიკა.

სწორედ ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ აღდგება გზაზე მოძრაობა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მდინარე ნეკრისის ხეობაში რამდენიმე საათის წინ მიწის მასის ჩამოშლის გამო დაგუბდა მდინარე და გაკეთდა აუზი. მათივე ცნობით, წარმოქმნილი აუზიდან მოხდება წყლის ისე დაცლა, რომ საფრთხე არ შექმნას.