ჩერნოვცის საავადმყოფოში აფეთქების შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა
ჩერნოვცის საავადმყოფოში აფეთქების შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა

უკრაინის ქალაქ ჩერნოვცში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ ჩერნოვცის ნომერ პირველ საავადმყოფოში ჟანგბადის მომარაგების სისტემას ხანძარი გაუჩნდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. ხანძრის შედეგად სულ ცოტა ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი დაშავდა.

ხანძრის ალი ინფექციური განყოფილების პალატაში გაჩნდა, სადაც კორონავირუსით დაავადებული პაციენტები მკურნალობდნენ, თუმცა ხანძარი მალევე ჩააქრეს. შენობიდან 20 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ამის შესახებ ჩერნოვცის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ნატალია გუსაკის ინფორმაციით, აღნიშნულ კლინიკაში მყოფი პაციენტები სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.