ჩერნიგოვში მრავალსართულიან შენობას რუსული დრონი დაეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

17:33, 25.12.2025

ჩერნიგოვში მრავალსართულიან შენობას რუსული დრონი დაეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ჩერნიგოვის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, დიმიტრი ბრიჟინსკის განცხადებით, თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია. მისი თქმით, ასევე დაზიანადა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტები.

„წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა. სამი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ერთი ბავშვი“, – განაცხადა ბრიჟინსკიმ.

უკრაინული მედიის ცნობით, შობის ღამეს, 24 დეკემბერს, რუსულმა ძალებმა უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმები განაგრძეს და ჩერნიგოვის, ჩერკასის და ხარკოვის რეგიონები დაბომბეს.

თავდასხმების შედეგად, ჩერნიგოვის რაიონში რამდენიმე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა, რამდენიმე ქალაქში მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუჩერდათ.

მსგავსი