ჩერნიგოვის ადმინისტრაციის უფროსის ცნობით, რუსეთის მხრიდან ცეცხლი მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა
ჩერნიგოვის ადმინისტრაციის უფროსის ცნობით, რუსეთის მხრიდან ცეცხლი მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა

ჩერნიგოვის ადმინისტრაციის უფროსის, ვიაჩესლავ ჩაუსის ცნობით, რუსეთის მხრიდან ცეცხლი მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა. ჩაუსის განცხადებით, სროლის შედეგად დაზიანდა სახლები, ინფრასტრუქტურა, ბიბლიოთეკის შენობა და სავაჭრო ცენტრი.

„მთელი ღამის განმავლობაში მტერი ურტყამდა ჩერნიგოვს, მაგრამ ჩვენ ქალაქს აღვადგენთ და ის უკეთესი იქნება ვიდრე იყო“,- განაცხადა ჩაუსმა.

ამავე ინტერვიუში ჩაუსი აცხადებს, რომ ის ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მოუხდებოდა მაცივრების ძებნა ცხედრების შესანახად, რადგან პროზექტურაში ადგილები არ არის.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის მთავრობამ ჩერნიგოვის და კიევის ოლქებში საბრძოლო მოქმედებების შემცირების თაობაზე განაცხადა.

„ხშირად რუსები ერთს ამბობენ და სინამდვილეში სხვა რამე ხდება. მხოლოდ დრო გვაჩვენებს, რამდენი სიმართლეა რუსეთის სიტყვებში. ჩვენ ძალიან ფრთხილად ვუდგებით მათ სიტყვებს“, – განაცხადა ჩერნიგოვის ადმინისტრაციის უფროსმა.