ჩერნიგოვის მერი - ქალაქი 70 პროცენტით განადგურდა, შედეგები ძალიან მძიმეა, ისეთივე, როგორც ბუჩასა და ხარკოვში და შესაძლოა, ისეთივე, როგორც მარიუპოლში
ჩერნიგოვის მერი - ქალაქი 70 პროცენტით განადგურდა, შედეგები ძალიან მძიმეა, ისეთივე, როგორც ბუჩასა და ხარკოვში და შესაძლოა, ისეთივე, როგორც მარიუპოლში

ჩერნიგოვის მერის განცხადებით, ქალაქის 70 პროცენტი განადგურებულია. აღნიშნულის შესახებ ვლადისლავ ატროშენკომ უკრაინული მედიის ეთერში განაცხადა.

„ქალაქი 70 პროცენტით განადგურდა, ხალხს უკვე აღარ აინტერესებს, რამდენი ჭურვი ჩამოვარდა. ჟურნალისტებს გამუდმებით აინტერესებთ, რამდენი ჭურვი იყო და რა შედეგები მოჰყვა. შედეგები ძალიან მძიმეა: ისეთივე, როგორც ბუჩასა და ხარკოვში და შესაძლოა, ისეთივე, როგორც მარიუპოლში. ჩერნიგოვის მცხოვრებლებისთვის გადაუდებელი საკითხი – ხვალინდელი დღეა“, – აღნიშნა მერმა.

ამასთან, ჩერნიგოვის მერმა დასძინა: „ჩვენ გვაქვს რუსული ჯარების კონცენტრაცია ბელარუსის საზღვარზე, გვაინტერესებს, როგორ იმუშავებს საჰაერო თავდაცვა, გაგრძელდება თუ არა ჭურვების ვარდნა“.

ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.