ჩერნიგოვის ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ქალაქს ტოვებენ

13:00, 01.04.2022
DONETSK, UKRAINE - MARCH 01: Pro-Russian separatists, in uniforms without insignia, gather in the separatist-controlled settlement of Mykolaivka (Nikolaevka) and Bugas, in Donetsk region (DPR) of Ukraine on March 01, 2022. ( Stringer - Anadolu Agency )

რუსეთის შეიარაღებული ძალები ჩერნიგოვიდან გადიან, – აღნიშნულის შესახებ ჩერნიგოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა განაცხადა.

„ჩვენი შეიარაღებული ძალების წყალობით, მტერი გადის ჩერნიგოვიდან, თუმცა რისთვის აკეთებს ამას, მხოლოდ მან იცის. იმედი მაქვს, სამუდამოდ მიდიან. იმ შემთხვევაში, თუ გადაჯგუფებისთვის გადიან, რათა შემდეგ დაბრუნდნენ, მათ ორმაგად „გულთბილად“ დავხვდებით“, – განაცხადა ჩაუსმა.

ჩაუსმა ასევე ჩერნიგოვის მცხოვრებლებს მიმართა და ისინი სავარაუდო საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შესახებ გააფრთხილა. მისი თქმით, ჯერ მოდუნება ნაადრევია და მოსახლეობას მოუწოდა, განგაშის სიგნალის ჩართვისთანავე თავშესაფრებს შეაფარონ თავი.

მსგავსი